თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური განვითარების ცენტრი შექმნილია ტემპუსის პროექტის „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ მხარდაჭერით 2012 წლის ოქტომბერში.
ცენტრის მიზანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პერსონალის გადამზადება სწავლების, სწავლისა და შეფასების მეთოდოლოგიაში და მართვის თანამედროვე მეთოდებში, რაც უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადენს. ამ მიზნით ცენტრში ტარდება ვორქშოპები, სემინარები, პრეზენტაციები წინასწარ შემუშავებული მოდულების შესაბამისად. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სტუდენტების სწავლებაში და თავის დარგში აღიარებული პროფესიონალები არიან. პერიოდულად ვორქშოპებს და სემინარებს ატარებენ უცხოელი ექსპერტები სამედიცინო განათლების სფეროში.
- 2014 წელს შემუშავდა ტრენინგის პროგრამა - სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია;
- 2017 წელს შემუშავდა ტრენინგის პროგრამა - ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ორგანიზება და განხოციელება;
- 2013-2017 წლებში ცენტრში ტრეინინგი გაიარა 426-მა პროფესორ-მასწავლებელმა (86%- თსსუ-ს პროფესორ მასწავლებლები, 11%- სამედიცინო დაწესებულებების ექიმები, 3% - სხვა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური პერსონალი). ტრენინგის შედეგები მოხსენებული იქნა 2016 და 2017 წლწბში ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის კონფერენციებზე ბარსელონაში და ჰელსინკში.
- 2018-2021 წლებში ცენტრში ლოკალური ექსპერტების მიერ ჩატარებეული ტრეინინგი გაიარა თსსუ-ის 130-მა თანამშრომელმა.
ტრენინგები ტარდება შემდეგ მოდულებში:
- სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში
- განათლების გლობალური გამოწვევები და ცვლილებების მართვა.
- ტესტის დიზაინი და მისი შედგენის წესები.
- ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE-ის) მეთოდოლოგია
- სილაბუსის წერის მეთოდოლოგია. ცოდნის შეფასების წესები
- შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება (CBCR)
- პორთფოლიო
- სამეცნიერო გრანტების წერის მეთოდოლოგია
- მოზრდილთა განათლება. კომუნიკაციის უნარები
2017 წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურების ხელმძღვანელებისთვის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიაში.
2021 წლის მაის-ივნისში აკადემიური განვითარების ცენტრში დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის ჩატარდა ტრენინგი „სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში”.