ეკონომიკური დეპარტამენტი
ეკონომიკური დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც წარმართავს და ახორციელებს უნივერსიტეტის სისტემის ეკონომიკურ, ფინანსურ და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაციას.
ძირითადი ფუნქციები:
- ძირითადი საგანმანათლებლო და სტრუქტურული ერთეულების ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება და მართვა, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება.
- საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა, კვარტალური/წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება.
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, ტენდერის ჩატარების ორგანიზება, ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების ორგანიზება.
- ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. საგეგმო-საფინანსო განყოფილება.
2. შესყიდვების განყოფილება.
3. აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინა მარიამიძე
დეპარტამენტის უფროსი
ელ-ფოსტა: n.mariamidze@tsmu.edu
ტელ: +(995 32) 254 24 42
----------------------------------------------------------------------------------------------------
შესყიდვების განყოფილება
ელ-ფოსტა: samedicino@tsmu.edu
ტელ: +(995 32) 254 24 56
---------------------------------------------------------------------------------------------------
აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება
ელ-ფოსტა: tssubugalteria@gmail.com
ტელ: +(995 32) 254 24 38