ღვიძლის ქირურგიაში მსოფლიო დონის ექსპერტის კვანგ ვუნგ ლიის ლექცია

ღვიძლის ქირურგიაში მსოფლიო დონის ექსპერტის კვანგ ვუნგ ლიის ლექცია

2018 წლის 9 დეკემბერს 17:00 სთ-ზე,   სამედიცინო ცენტრში "ინოვა"  გაიმართება სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორის, ჰეპატო-ქირურგის, ტრანსპლანტოლოგისა და ღვიძლის ქირურგიაში მსოფლიო დონის ექსპერტის კვანგ ვუნგ ლიის ლექცია.

მოხსენების თემაა: "საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პერსპექტივა ცოცხალი და გვამური დონაციის გამოყენებით".

მისამართი: ზ.ანჯაფარიძის I შეს. N 6. (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა N7), კლინიკა "ინოვას" საკონფერენციო დარბაზი.

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს 254 24 00