თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი  - ,,ნიღაბი”-2018

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ,,ნიღაბი”-2018

2018 წლის 1-10 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მოყვარულ სტუდენტთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდება თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი  - ,,ნიღაბი”-2018.

“ნიღაბი” არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს. 

ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება. ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების დამყარება.  

ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მათ მიერ გამოვლინდება გამარჯვებული 10 ნომინაციაში. 

იხილეთ ფესტივალის პროგრამა:

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N 33, თსსუ-ის მესამე სასწავლო კორპუსი, მესამე სართული ,,თეატრალური დარბაზი“.