თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტში პროექტი „ ნიჭიერი ექიმები 2018“ პირველი სეზონი იწყება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტში პროექტი „ ნიჭიერი ექიმები 2018“ პირველი სეზონი იწყება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტში პროექტი „ ნიჭიერი ექიმები 2018“–ის პირველი სეზონი იწყება, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ  თსსუ-ის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს. 

პირველადი შესარჩევი კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 12 ნოემბერს და გაგრძელდება 22 ნოემბრამდე,  ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), დილის 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის I სართული, ოთახი #101. 

26 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა რეგისტრირებულ მონაწილეებთან (თსსუ–ის თეატრალური დარბაზი, I I I სასწავლო კორპუსი, I I I სართული). 

7 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება შესარჩევი ტური(თსსუ–ის თეატრალური დარბაზი, I I I სასწავლო კორპუსი, I I I სართული).

პროექტის დასკვნით ეტაპზე, 20 დეკემბერს, გაიმართება საჩვენებელი კონცერტი საუკეთესო კონკურსანტების მონაწილეობით. 

კონკურსანტებს შეაფასებს სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიური.

გამორჩეული ნომრები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ-ის სტუდენტებთან  და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის  სამსახურს : 593 61 66 70

გისურვებთ წარმატებებს!