თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018

თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018

„საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია“-ს ორგანიზებითა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 18 დეკემბერს 15:00 საათზე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“-ის გახსნის ცერემონია. 

პროგრამა:

  • ფესტივალის ოფიციალური გახსნა:
  •  მონაწილე უნივერსიტეტებისთვის სამახსოვრო სიგელების გადაცემა;
  • მუსიკალური ჯგუფი "გუფილენდი";
  •  DJ გიგა პაპასკირი;

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“-ს მიზნებია: 

  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
  • სტუდენტური ცხოვრების განვითარება;
  • სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება;
  • სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა. 

ფესტივალში ჩართვა შეუძლია თბილისში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ გაგრძელდება 25 დეკემბრამდე და მოიცავს სხვადასხვა სახის სპორტულ და კულტურულ აქტივობებს შემდეგ სახეობებში:

  • მინი ფეხბურთი 
  •  ქუჩის კალათბურთი 
  •  მაგიდის ჩოგბურთი (გოგო/ბიჭი) 
  • ფრენბურთი (გოგო/ბიჭი) 
  • ჩოგბურთი (გოგო/ბიჭი) 
  • ბოულინგი (შერეული) 

მოყვარულ სტუდენტურ-თეატრთა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი "ნიღაბი 2018" 


2018 წლის სტუდენტურ ფესტივალს ეყოლება გამარჯვებული უნივერსიტეტი, იაქტიურეთ და უგულშემატკივრეთ თქვენს უნივერსიტეტს. 

გელოდებით ყველა დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

გისურვებთ წარმატებებს!