ღონისძიებების განრიგი
17 სექტემბერი
09:00 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში დაიწყება პირველსემესტრელთა შეკრება. სასწავლო კორპუსების ეზოში თითოეულ მათგანს დაურიგდება:
• გზამკვლევი
• სამედიცინო გაზეთი
• სასწავლო ცხრილი
10:00 – 11:00 – 2018/2019 სასწავლო წლის ოფიციალური ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნება, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.
პირველსემესტრელებს ახალი, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები.
დაჯილდოება:
თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ათ ყველაზე რეიტინგულ პირველსემესტრელს დააჯილდოებს სახელმძღვანელოებითა და უნივერსიტეტის სიმბოლიკით გაწყობილი სამახსოვრო საჩუქრებით.
11:30 – ფაკულტეტების დეკანების შეხვედრა პირველსემესტრელებთან:
მედიცინის ფაკულტეტი | III კორპუსი, III სართული, „თეატრალური დარბაზი” |
14:30 დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა | ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, „სხდომათა დარბაზი“ |
სტომატოლოგიის ფაკულტეტი | ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, „სხდომათა დარბაზი” |
ფარმაციის ფაკულტეტი | ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, „ სადისერტაციო დარბაზი” |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი | I სასწავლო კორპუსი, II სართული, ბიბლიოთეკის „სამკითხველო დარბაზი“ |
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი | III კორპუსი, IV სართული, ჰისტოლოგიის დეპარტამენტის აუდიტორია |
12:30 წუთზე – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, საექთნო საქმის საბაკალავროპროგრამები | III კორპუსი, IV სართული, ჰისტოლოგიის დეპარტამენტის აუდიტორია |
17:30 - თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის კონცერტი – საპატიო სტუმრებისა და სტუდენტებისთვის (მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ-ის III სასწავლო კორპუსი, III სართული, “თეატრალური დარბაზი”).