დაიწყო - სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაცია

დაიწყო - სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაცია

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე–9 ნაკადს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებია:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი;
  • კურსდამთავრებული (არაუმეტეს 2 წლისა);
  • GPI არანაკლებ ,,B’’(81-90%).

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 5 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს;
მისამართი: თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი N101;
საკონტაქტო ნომერი : 032 2 54 24 00
რეგისტრაციისას თან იქონიეთ GPA რეიტინგის დამადასტურებელი ცნობა.