ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის შეხვედრა  სტუდენტებთან

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის შეხვედრა სტუდენტებთან

2018 წლის 6 ნოემბერს 15:00 საათზე, თსსუ-ის ფიზიკური  მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და საექთნო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი ქალბატონი მედეა ჯღარკავა შეხვედრას გამართავენ საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან.

2018 წლის 7 ნოემბერს 16:30 საათზე, თსსუ-ის ფიზიკური  მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია შეხვედრას გამართავს  ფიზიკური  მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამების - მე-2, მე-3 და მე-4  სემესტრის სტუდენტებთან.

9 ნოემბერს 15:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ფიზიკური  მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამების  - მე-5, მე-6, მე-7 და მე-8  სემესტრის სტუდენტებთან.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თსსუ-ის 4 სასწავლო კორპუსი, III სართული, #306 სალექციო აუდიტორია.