გადამზადებული დარგის სპეციალისტების დაჯილდოვება - ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში

გადამზადებული დარგის სპეციალისტების დაჯილდოვება - ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში

 30 ივლისს, 14:00 სთ -ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში  გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ემორის უნივერსიტეტის  და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი პროექტის საზეიმო ცერემონია. ღონისძიების მიზანია  ფიზიკური რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში გადამზადებული დარგის  სპეციალისტების სერთიფიკატებით დაჯილდოვება. 

სერთიფიკატებით დაჯილდოვების საზემო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, USAID -ის დირექტორი პიტერ ვიბლერი, USAID -ის „ფიზიკური რეაბილიტაციის“ პროექტის ხელმძღვანელი მედეა კაკაჩია, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, „ფიზიკური რეაბილიტაციის“ პროექტის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, ტრენერების ტრენინგის მონაწილეები, საგრანტო პროექტის პარტნიორები და სხვა საპატიო სტუმრები როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან.