კერატოკონუსის საერთაშორისო ექსპერტთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

კერატოკონუსის საერთაშორისო ექსპერტთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

9-10 ნოემბერს,  საქართველო  რქოვანას, ღეროვანი უჯრედებისა და თვალის ზედაპირის საერთაშორისო საზოგადოების (S. I. C. S. S. O.) პრეზიდენტს პროფ. ვინჩენცო სარნიკოლას უმასპინძლებს.  ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტების საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად, 9 ნოემბერს თსსუ-ს აფილირებულ კლინიკა „ახალ მზერაში“ ლაივ ქირურგია - რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ჩატარდება. ოპერაციას პროფესორი მერაბ დვალი შეასრულებს.
ყოველწლიურად, 10 ნოემბერს აღინიშნება - კერატოკონუსის საერთაშორისო დღე. მსოფლიო მაშტაბით, ამ დღესთან დაკავშირებით ტარდება ჰუმანიტარული ღონისძიებები კერატოკონუსის დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით. საქართველოც უერთდება ამ აქტივობებს და თსსუ-ს აფილირებულ კლინიკა „ახალ მზერაში“ 18-36 წლამდე ასაკის მოსახლეობას ჩაუტარდება დაავადების უფასო სკრინინგი. 

10 ნოემბერს, 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, „საბჭოს დარბაზში“ ოფთალმოლოგებისა და რეზიდენტებისთვის ჩატარდება კონფერენცია  „კერატოკონუსი - დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კორექცია“. კერატოკონუსის საერთაშორისო ექსპერტები: პროფ. ვინჩენცო სარნიკოლა (იტალია),  პროფ. მერაბ დვალი (საქართველო), პროფ.ქრისტინა ნიკულა (რუმინეთი), პროფ. ანდრეი ზალატარევკი (რუსეთი) დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ. 

მისამართი: მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. 13:00 საათი

იხილეთ ბმული IPN-ზე