კონფერენცია: ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო განათლების 100  წელი საქართველოში“

კონფერენცია: ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო განათლების 100 წელი საქართველოში“

2018 წლის 20 სექტემბერს 10.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება კონფერენცია: ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო განათლების 100  წელი საქართველოში“. კონფერენცია მიეძღვნება სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებს - XXI საუკუნის ექიმის მომზადებას და ამისთვის აუცილებელი კომპეტენციების შეძენას, დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების გლობალურ და ეროვნულ სტანდარტებს, მედიცინის ახალი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს. 

კონფერენციაზე მოხსენებას - "როგორ მოვამზადოთ 21-ე საუკუნის ექიმები" წარადგენს  სამედიცინო განათლების ასოციაციის  (Association for Medical Education in Europe -AMEE) პრეზიდენტი, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ტრუდი რობერტსი. ასევე მოხსენებით წარსდგებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პროფესორი ზაზა ბოხუა; თსსუ-ის მედიცინის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ შენგელია; სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია; თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე და თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ჯავაშვილი. 

მისამართი:  ვაჟა-ფშაველას  გამზ. N 33 , თსსუ–ის  ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოების  დარბაზი“.