ლექცია სიყრუის გენეტიკურ ასპექტებზე

ლექცია სიყრუის გენეტიკურ ასპექტებზე

ლექცია სიყრუის გენეტიკურ ასპექტებზე

2019 წლის 17 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება მოსკოვის აუდიოლოგიის ცენტრის სმენის დარღვევის ეპიდემიოლოგიისა და გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ტატიანა მარკოვას და მოსკოვის მოლეკულური გენეტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფეორ ალექსანდრე პოლიაკოვის ლექციები, რომელიც  სიყრუის გენეტიკურ ასპექტებს მიეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი; სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება და საქველმოქმედო ფონდი ,,აურესი“.

მოხსენებები განკუთვნილია: ექიმების, რეზიდენტების, დოქტორანტებისა და სტუდენტებისათვის.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოების დარბაზი“.