მე-5 სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - MTC

მე-5 სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - MTC

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ იგეგმება ,,მე-5 სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - 5th Medical Teaching Conference [MTC]". მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ბიომედიცინის და სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. 

•      ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციულ კორპუსში არსებულ ,,სადისერტაციო დარბაზში"

•      სასურველია მოხსენება შეეხებოდეს მედიცინის უახლეს მიღწევებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს და ა.შ. 

მოხსენების ენა - ქართული

პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ მოხსენების სახით (პოსტერული ნამუშევრები არ მიიღება)

ერთ მოხსენებაზე მუშაობა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს

მოხსენებას წარადგენს მხოლოდ ერთი სტუდენტი

სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობაა 7 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის (2-3 წთ.)

•       თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება მონაწილის სერტიფიკატით

•       ჟიურის მიერ დასახელდება სამი საუკეთესო მოხსენება

•       ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Powerpoint 2007-2010-ში, რომელიც უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ფორმაში რეგისტრაციის გავლისას

•       მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: 

•       რეგისტრაციის ბოლო ვადა - 27 აპრილი!

•       გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე