ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდები  შინაგან დაავადებებში, პედიატრიასა  და მეანობა გინეკოლოგიაში

ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდები შინაგან დაავადებებში, პედიატრიასა და მეანობა გინეკოლოგიაში

ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდები შინაგან დაავადებებში, პედიატრიასა  და მეანობა გინეკოლოგიაში  ჩატარდება თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში

მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის 19-34 ჯგუფების, 1,2,3,4,5   შეჭრილი და დამატებითი ჯგუფების (ვისაც არ ჩაუბარებია გამოცდა 2018 წლის ივლისში) სტუდენტებისათვის, მეანობა-გინეკოლოგიაში გამოცდა  ჩატარდება 2019  წლის 12, 13, 14 თებერვალს  კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის  ცენტრში (ხოლო ტესტირება  ჩატრდება საგამოცდო ცენტრში 11 თებერვალს). 

კონსულტაციები   ჩატარდება 2019 წლის  4–8 თებერვალს თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის  ცენტრში განრიგის მიხედვით;
საერთო საკონსულტაციო მთელი ნაკადისთვის ჩატარდება 2019 წლის 1 თებერვალს 17:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში.

მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის 1-18 ჯგუფების და  6ა,7ა,8ა  შეჭრილი ჯგუფის სტუდენტებისთვის,  გამოცდა  პედიატრიაში  ჩატარდება 2019  წლის 19, 20 თებერვალს,  ხოლო ტესტირება  ჩატრდება საგამოცდო ცენტრში 18 თებერვალს. 

კონსულტაციები   ჩატარდება 2019 წლის  11–16 თებერვალს  თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის  ცენტრში  განრიგის მიხედვით. საერთო საკონსულტაციო შეხვედრა მთელი ნაკადისათვის  ჩატარდება 2019 წლის 31  იანვარს 17:00 თსსუ ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში.

მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის იმ სტუდენტებისათვის, ვინც  საუნივერსიტეტო განათლების სასწავლო კურსს ასრულებს,  შინაგან დაავადებებში ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური  გამოცდა ჩაუტარდებათ 2019 წლის 15 თებერვალს 15 საათზე, ხოლო კონსულტაცია -7 თებერვალს 15 საათზე კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის  ცენტრში, ტესტირება- 14 თებერვალს საგამოცდო ცენტრში.