სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  საბჭოს  განცხადება

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  საბჭოს


 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური  მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის

  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ


თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს  გადაწყვეტილებით (2018 წლის 10 ოქტომბერი, ოქმი #1),   2018 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის   სამსახურის უფროსის არჩევნები. 

კანდიდატი  შეიძლება იყოს  ფაკულტეტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი. კანდიდატებმა თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უნდა წარმოადგინონ: განცხადება, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა თსსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

კანდიდატთა საბუთების მიღება თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში  დაიწყება 2018 წლის 15 ოქტომბრიდან  და დასრულდება 2018 წლის 19 ოქტომბერს


საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე,  11:00  საათიდან   16:00 საათამდე.  

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ., 33ა ,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი,მეორე სართული, ოთახი  # 224 ტელ.- 2 54 24 14.