საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ.

მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის საბჭოს  2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N119/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის“ მე-18 მუხლის საფუძველზე, 2018 წლის 20 დეკემბერს დაინიშნა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები. კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: 

1) განცხადება;

2) პირადობის მოწმობა /პასპორტი;

3) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (ჯანდაცვის მიმართულებით) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4) უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

5) ცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  დაკავებული აკადემიური თანამდებობის  (პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის) შესახებ;

6) კანდიდატის სამოქმედო გეგმა;

მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 29 ნოემბერს და დასრულდება 12 დეკემბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველ დღე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.,N 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი მე-2 სართული, ოთახი N207. ტელ: 2-542-443