საზაფხულო სკოლა უტრეხტის უნივერსიტეტში

საზაფხულო სკოლა უტრეხტის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის  და სტომატოლოგიის ფაკულტეტის  სტუდენტთათვის. 

საზაფხულო სკოლა - უტრეხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო)  სამედიცინო ცენტრის  ანატომიის დეპარტამენტში  (ანატომიური დისექციის კურსი).
პერიოდი: 2019 წლის 9 აგვისტოდან 24 აგვისტომდე.

აღნიშნულ კურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს:
 2019 წლის 11 აპრილიდან  25 აპრილამდე თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში 4 სართულზე, ოთახი 404.