სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2019 წლის 11 იანვრის #24/5 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე აცხადებს:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ითვალისწინებს რა  ქვეყანაში გრიპის, გრიპისმაგვარი დაავადებებისა და მწვავე რესპირაციული ინფექციების გავრცელების  რისკს მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნული დაავადებების სეზონურ პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდეს გრიპის საწინააღმდეგო  სავალდებულო პრევენციული ღონისძიებები:

1. ა) თსსუ-ის ადმინისტრაციულ  და  ყველა სასწავლო კორპუსში, საუნივერსიტეტო კლინიკებსა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში თვალსაჩინო ადგილებში ხელმისაწვდომი იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და სტუდენტებისთვის, ასევე,  უფასო პირბადეები;  სასწავლო ოთახებისა და ლაბორატორიების იატაკების, ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის ზედაპირების დამუშავება   განხორციელდეს  ყოველდღიურად, დადგენილი წესების დაცვით, შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით,  უზრუნველყოფილ იქნას მათი ხშირი განიავება. ამასთან, საგამოცდო ცენტრში  ყველა გამოცდის შემდეგ ინდივიდუალური კომპიუტერული მაგიდების ზედაპირები და კლავიატურები დამუშავდეს შესაბამისი  საშუალებებით;

ბ) თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაწესდეს 24-საათიანი, უფასო საკონსულტაციო მომსახურება თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტებისა და თსსუ-ის პერსონალისათვის.

2. თსსუ-ის აკადემიური საბჭო, ერთი მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ  ამჟამად, ქვეყანაში არ არის გრიპის ეპიდემია, ხოლო, მეორე მხრივ, სტუდენტთა არაერთგვაროვანი და, ზოგჯერ, ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს, რომ სასწავლო პროცესი 12-20 იანვარს გადავიდეს განსაკუთრებულ რეჟიმზე, კერძოდ:

ა) გამოცდები  თსსუ-ის დეპარტამენტებსა და საგამოცდო ცენტრში ჩატარდეს უკვე დადგენილი ცხრილის შესაბამისად. ამასთან, იმ სტუდენტებს,  რომლებიც  არ/ვერ გამოცხადდებიან  გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში, ძირითადი და განმეორებითი გამოცდები ჩაუტარდეთ ძირითადი სასესიო პერიოდის დასრულების შემდეგ - 8-25 თებერვალს; ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც გამოცდები უტარდებათ  თსსუ-ის სასწავლო დეპარტამენტებში და რომელნიც ამ გამოცდებზე  არ/ვერ გამოცხადდებიან 12-20 იანვარს, ძირითადი და განმეორებითი გამოცდები დაენიშნოთ არაუგვიანეს 25 თებერვლისა,  ინდივიდუალური გრაფიკით. ცხრილი გამოქვეყნდება მოგვიანებით, დეკანებთან შეთანხმებით.

ბ) მედიცინის ფაკულტეტის VIII-XII სემესტრის კურაციული მეცადინეობები, ასევე,  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო პროცესი  გაგრძელდეს დადგენილი ცხრილის მიხედვით, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებიც არ/ვერ დაესწრებიან სასწავლო პროცესს 12-20 იანვრის  პერიოდში, საშუალება მიეცეთ აღადგინონ გაცდენილი მეცადინეობები პირველი სემესტრის დასრულებამდე, დეკანატის მიერ სტუდენტებთან შეთანხმებული ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის მიხედვით. 

გ) უცხოურენოვანი პროგრამების პირველი სემესტრის სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა დაეწყოთ 15 ოქტომბრის შემდეგ, ასევე, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაწყების შემდეგ რიგგარეშე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებთანაც, სხვა პირველსემესტრელებისგან განსხვავებით, მიმდინარეობს  სასწავლო პროცესი,  12-20 იანვარს გათვალისწინებული მეცადინეობები ჩაუტარდეთ შესაბამისი დეკანატების მიერ დადგენილი ახალი ცხრილით.

დ) წინამდებარე გადაწყვეტილება განთავსდეს თსსუ-ის ვებ-გვერდზე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და დაეგზავნოთ სტუდენტებს ინდივიდუალურ  ელექტრონულ გვერდზე. 

Decision

of

Academic Council

Tbilisi State Medical University

On the bases of N24/5 Protocol decision, the Academic Council of Tbilisi State Medical University declares:

Academic Council of TSMU, taking  into account  the risk of  Flu, Flu like illness and Acute Respiratory Infectious Diseases spreading countrywide,  deem   it advisable to  carry  out  the  following  preventive  measures  against  Flu  during the relevant  time of year:
1. a)  To ensure  access to   hand desinfectants  on  visible  sites,  provide   students with  medical masks within TSMU Administrative and campus buildings, University Clinics and Scientific-Research Institutions; 
To  conduct daily desinfection of  floors  at   classrooms  and laboratories, surfaces  of the  relevant  equipment and furniture inventory, in accordance with established rules, using appropriate desinfectants and frequent aeration; Besides all labs and classrooms, the surfaces and keyboards of individual computer tables should be processed with appropriate means.
b)  To provide 24 hour-free consultations for TSMU students, clinical residents and staff  at the First University Clinic of TSMU. 
2. Based on the information of the  National Center for Disease Control  and  Public  Health on  one  hand, that there is no flu epidemic in the country,  and  different and sometimes contradictory requirements of students on the other hand,  The  Academic Council of TSMU states that the study process will switched on  special regime during 12-20 January, in particular:
a)  Exams will take place at the TSMU departments as well as the examination center in accordance with the already established schedule. At the same time, those students who are unable for  any  reason, to take an  exam  at the examination center, will  be  allowed to  take  general  and recite  exams after the  end of the mainstream period, during 8-25 February;  For those students who are taking exams at  TSMU departments and will not be presented during  January 12-20  period, general  and recite  exams will be carried  out no later than February 25, with individual schedules. The time-table will be published later in agreement with the Deans.
b) The clinical modules of the VIII-XII semester of the Faculty of Medicine, as well as study  process  at USMD  program, should be continued according to the already  established  schedule.  Those students, who are not able to attend the course during 12-20 January, are  allowed to remediate the missed lessons before the end of the first semester, with accordance to previously agreed individual plan-schedule with students
c) The students of the first semester of international  programs who started the study  process after 15th of October,  as  well  as  the students enrolled by mobility  after  the  starting of the  Fall semester, will take classes on 12-20 January by a new schedule, approved  by  Deans.
d) The present decision should be announced on TSMU website in Georgian, English and Russian languages and sent to students on individual electronic page.