სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს სხდომის  დღის წესრიგი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი


 16 ივლისი 2019 წელი
16:00 სთ

1. საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები მედიცინის, მედიცინის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (მომხს. - თსსუ–ში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი ირინე ფხაკაძე). 

2. სადოქტორო კვლევის პროგრამის „Un ფაგის ფარმაკოლოგიური თავისებურებების და თერაპიული ეფექტურობის შესწავლა E.coli–ით გამოწვეული ექსპერიმენტული სეფსისის მოდელზე“ დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი, პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე). 

3. სტომატოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა აზრის კვლევის შედეგები მაპროფილებელი დეპარტამენტების შესახებ  (მომხს. -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე). 

4. სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის (რუსული) დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლეილა აწყვერელი). 

5. ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ერთობლივი კონფერენციისა და მასტერ-კლასის „თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური გზები“ შესახებ (მომხს. - თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე).

6. ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე წარმოსადგენი მოხსენებების პრეზენტაციის დიზაინის (შაბლონის) კონკურსის შედეგების შესახებ (მომხს. - ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე).

სხვადასხვა: