სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის საბჭოს

 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ თსსუ-ის ფარმაციის  ფაკულტეტის საბჭოს  გადაწყვეტილებით  (2019 წლის 23 იანვარი, ოქმი N4), 2019 წლის 14 თებერვალს დაინიშნა ფარმაციის ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის   სამსახურის უფროსის არჩევნები.

კანდიდატი  შეიძლება იყოს  ფაკულტეტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი. კანდიდატებმა თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უნდა წარმოადგინონ: განცხადება, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, CV, ცნობა თსსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

კანდიდატთა საბუთების მიღება თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში  დაიწყება 2019 წლის 24 იანვარს და დასრულდება 2019 წლის 31 იანვარს. 

საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე,  11:00  საათიდან   16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ., 33ა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  # 224 ტელ.- 2 54 24 14.