სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გამოკლებული  წევრების არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის  საბჭოს 2019 წლის 21 იანვრის   გადაწყვეტილების საფუძველზე,  თსსუ-ის  აკადემიური საბჭოს 2019 წლის 18 იანვრის №24/6 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აკადემიურ საბჭოში მედიცინის ფაკულტეტიდან ორი წარმომადგენლის ვაკანტურ ადგილზე,  2019  წლის 15 თებერვალს დაინიშნა არჩევნები. 

მედიცინის ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) შესახებ.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 24 იანვარს და დასრულდება  2019 წლის 04 თებერვალს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე,  11:00  საათიდან   16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.   

მის. ვაჟა-ფშაველას  გამზ.,33ა ,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  207.   ტელ.- 2 542443