ვაკანსია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ვაკანსია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამედიცინო განათლების კვლევის  და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტის  – 2  ვაკანტურ ადგილზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • სტრატეგიული განვითარების გეგმის შესამუშავებლად შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
  • სტრატეგიული გეგმის შესრულების პროცესის მონიტორინგის მიზნით, უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად უნივერსიტეტის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა, უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის  მასალების მომზადება;
  • უნივერსიტეტისთვის სტრატეგიული პარტნიორებისა და ფონდების მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება;
  • უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციის პერსონალისთვის ტრენინგების ორგანიზება;
  • აკადემიური განვითარების ცენტრში ვორქშოპების, სემინარების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • აკადემიური პერსონალის მიერ სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის დაუფლების შეფასების და  შედეგების სტატისტიკური ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:

  • ერთ ვაკანტურ ადგილზე_უმაღლესი  განათლება, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი;
  • მეორე  ვაკანტურ ადგილზე _ უმაღლესი სამედიცინო განათლება, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

სამსახურის სტაჟი: კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;  ენების ცოდნა:  B2/C1 დონის ინგლისური ენა;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, Power Point, SPSS

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზების უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური უნარი.


კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამეცნიერო ხარისხის დიპლომის ასლი, CV. საბუთები მიიღება: 2018 წლის 15 ივნისის  ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მე-8 სართულზე 813 ოთახში.  ან გამოგვიგზავნეთ საბუთების ელექტრონული ვერსიები ელექტრონულ მისამართზე: tsmu.hr@gmail.com