ვაკანსია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტში

ვაკანსია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტი  აცხადებს კონკურსს კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორის მოადგილის 1 ვაკანტურ  ადგილზე. 

სამუშაოს აღწერილობა:

კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის  ცენტრის  მუშაობაში აქტიური მონაწილეობა, ძირითადი  ფუნქციები:

1. ცენტრის  საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესება, საერთაშორისო აკრედიტაციისათვის მომზადება და  ცენტრის შემდგომი ინტერნაციონალიზაცია ევროპულ პროექტებში ჩართვის გზით;

2. ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით, ცენტრის მონაწილეობის ორგანიზება  სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება- უმაღლესი განათლება  (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

სამუშაო გამოცდილება: კვლიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

ენების ცოდნა:  ინგლისური ენის  თავისუფლად ფლობა 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  Ms Word,  Ms Excel ,Internet Explorer, Ms Power Point.

აუცილებელი უნარები:

ა) ორგანიზების უნარი;

ბ) დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს : პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი განათლების ან შესაბამისი  კვალიფიკაციის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,  CV,  2 ფერადი ფოტოსურათი. 

საბუთები  მიიღება:

2018 წლის  11 ივლისიდან  18 ივლისის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ( შაბათ-კვირის გარდა), თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მე-8 სართულზე  813–ე  ოთახში; ან გამოგვიგზავნეთ  საბუთების ელექტრონული ვერსიები ელექტრონულ მისამართზე : tsmu.hr@gmail.com.