2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი - სტუდენტთა რეგისტრაცია

2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი - სტუდენტთა რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყება 23 სექტემბერს.

პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს   9 სექტემბერიდან   21  სექტემბერის ჩათვლით.


რეგისტრაციისას გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე (განაცხადი უნდა გაკეთდეს ადგილზე);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
  • ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4 , როგორც ამობეჭდილი, ასევე, CD-ზე); 
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).


დეტალებისთვის დაუკავშირდით ფაკულტეტებს:

მედიცინის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 03 /06

სტომატოლოგიის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 01 /02

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 19

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 08

ფარმაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 36

საექთნო საბაკალავრო და პროფესიული პროგრამები: + 995 32 254 24 07


საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი 211328703 

იხილეთ ბრძანება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის განსაზღვრის შესახებ


გარე მობილობით თსსუ-ში  ჩარიცხვის მხურველმა სტუდენებმა დეტალებისთვის იხილეთ ბმული: http://bit.ly/მობილობათსსუში

მაგისტრანტობის მსურველებმა იხილეთ ბმული http://bit.ly/თსსუმაგისტრანტები