,,Erasmus + ის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამაზე

,,Erasmus + ის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამაზე

,,Erasmus +"-ის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტის (Université Paris-Est-Créteil-Val-de-Marne) რეზიდენტურის შემდეგ პროგრამაზე:  "Tissue Cell and Gene Biotherapy Master program (BTCG)". 
სწავლა დაიწყება 2018 წლის შემოდგომის სემესტრში. სწავლების ენა - ინგლისური.
მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს.

რეზიდენტთა პირველადი შერჩევა მოხდება - 15 მაისს 16.00 სთ–ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში კომისიის მიერ, ხოლო საბოლოო შერჩევა და სტიპენდიის მინიჭება  მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტებს.

საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • ცნობა რეზიდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერტიფიკატი);
  • CV ევროპულ ფორმატში Europass  (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • პასპორტის ასლი. 

სტიპენდია მოიცავს:  ყოველთვიურ სტიპენდიას და მგზავრობის ანაზღაურებას.

შეკითხვებისთვის მიმართეთ Erasmus + ის პროგრამების კოორდინატორ ნინო კანდელაკს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. ოთახი N 418, თსსუ ადმინისტრაციული კორპუსი, ტელ: +995 32 54 24 50
ან დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტით:erasmus@tsmu.edu