ცხადდება კონკურსი ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ქ.თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ქ.თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში

თსსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ მედიცინის  ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2019-2020  ქ.თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში,  საბერძნეთში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

•         თსსუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტებს ( გარდა I, II, XI და XII სემესტრის სტუდენტებისა);

•         სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს;

•         აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.

შერჩეული სტუდენტების სია გაიგზავნება  თესალონიკის არისტოტეტლეს

აუცილებელი დოკუმენტების ნომინაციისთვის  წარდგენის პერიოდი:  13 მარტიდან.

გაცნობებთ, რომ თსსუ –ს  მიერ  შერჩეული  სტუდენტების ონლაინ რეგისტრაციის საბოლოო ვადად მითითებულ საიტზე აღნიშნულია  8 აპრილი.

8 აპრილამდე წარდგენილ ყველა სტუდენტს გაეგზავნებათ გაიდლაინი მაილის მეშვეობით, სადაც აღწერილი იქნება ზუსტად წარსადგენი დოკუმენტები.

ეს დოკუმენტები 6 მაისამდე უნდა ატვირთონ შესაბამის საიტზე. ამის შემდეგ დაიწყება უშუალო შერჩევის პროცესი. არესტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის  ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტს 5 სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს.

საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ონლაინ რეგისტრაციისთვის:

•         ფოტო

•         CV-ს ევროპული ფორმატი (Europass CV) (ინგლისურ ენაზე)

•         ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)

•         ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი)

•         მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდის);

•         ენის სერთიფიკატი(ინგლისური ენა B2);

•         შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი ( http://qa.auth.gr/en/studyguide;www.auth.gr ) , მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების  ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის  დეკანატში);

შენიშვნა:

 სასწავლო ხელშეკრულებისთვის  აუცილებელია მასპინძელი უნივერსიტეტის  მიერ მოწოდებული ფორმატის გამოყენება;

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://eurep.auth.gr/en/students/international/studies/online_application

სტიპენდიატის შესარჩევი პროცესი:

გასაუბრება ჩატარდება 2 აპრილს15 საათზე;

გასაუბრების ადგილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი.ოთახი 418

საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.

დოკუმენტაციის შემოწმდება საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურში და  გაესაუბრება შესარჩევი 

კომისიის მიერ. 

დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ:

nkandelaki@hotmail.com, or nkandelaki@tsmu.edu