რიგით მეორე დასაქმების ფორუმი თსსუ-ში

რიგით მეორე დასაქმების ფორუმი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება რიგით მეორე -  "თსსუ-ის დასაქმების ფორუმი - 2018"

ღონისძიების ფარგლებში დასაქმების მსურველ მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციისა, თუ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტებს, ასევე სხვადასხვა სპეციალობის რეზიდენტებს, მაგისტრებს და კურსდამთავრებულებს (დიპლომირებული მედიკოსები, ფარმაცევტები, საზ. ჯანდაცვის სპეციალისტები და ა.შ) შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოში მოქმედ წამყვან ჰოსპიტალურ გაერთიანებებს, კერძო კლინიკებს, ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებს და ვაკანტურ პოზიციებზე წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა.

40-ზე მეტი ორგანიზაცია, 120-ზე მეტი ვაკანსია.

დაინტერესების შემთხვევაში დასაქმების მსურველებმა თან უნდა იქონიონ რეზიუმე.


 თარიღი: 16 ნოემბერი;

 დრო: 11:00 საათიდან - 15 საათამდე;

 ლოკაცია: თსსუ-ის ბიბლიოთეკა, ვაჟა-ფშაველას გამზ.,33, თსსუ-ის I კორპუსის I სართული.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით, თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: 032 2 54 24 00.