MASHAV-ის პროგრამა სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებისთვის

MASHAV-ის პროგრამა სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებისთვის

ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ  (MASHAV) გამოაცხადა მიღება მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილ საგანმანათლებლო კურსებზე სხვადასხვა მიმართულებით. 

MASHAV-ის სტიპენდიები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით და ფარავს სატრენინგო პროგრამის საფასურს, განთავსებას, სამედიცინო დაზღვევასა და ტრანსფერს. საერთაშორისო ფრენა და სადღეღამისო ხარჯები გათვალისწინებული არ არის.

დაწვრილებითი ინფორმაცია კურსებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:  mfa.gov.il