ცხადდება კონკურსი საექთნო საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი საექთნო საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი ,,ერასმუს+" -ის პროგრამის ფარგლებში ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია).

მობილობის პროგრამა, კრედიტების დაგროვებით, განკუთვნილია საექთნო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

მობილობის  ხანგრძლივობა:  5 თვე.

მობილობა განხორციელდება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში.

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

• ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე)

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  დოკუმენტი (B2 დონე)

• CV ფოტოსურათით ევროპულ ფორმატში (ინგლისურ ენაზე)

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის  პირველადი შემოწმება  და  ნომინაცია  მოხდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,ერასმუს +"-ის  პროგრამის კოორდინატორის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატთან შეთანხმებით.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418

ელ.ფოსტა n.kandelaki@tsmu.edu

მონაწილეთა საბოლოო შერჩევა და სტიპენდიის მინიჭება მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.

დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა- 2022 წლის15 მარტი.