საჯარო ლექცია თემაზე: მარიხუანა - ხილული და უხილავი ცვლილებები

საჯარო ლექცია თემაზე: მარიხუანა - ხილული და უხილავი ცვლილებები

2018 წლის 26 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის I სართულზე, სხდომათა დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე : „მარიხუანა - ხილული და უხილავი ცვლილებები“ .

ლექციას გაუძღვება თსსუ-ის პროფესორი ნიკო გონგაძე. 

განხილული იქნება მარიხუანას ფარმაკოლოგიური და კლინიკური ასპექტები, მისი ზეგავლენა მომხმარებელზე. ლექცია იქნება ინტერაქტიული ხასიათის. 

დასწრება თავისუფალია !!!

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-4 სართული, 405 ოთახი.

email: tsmu.scientific@gmail.com
www.facebook.com/sss.tsmu