პირველ სემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოებს 3 სექტემბერიდან 14 სექტემბერის ჩათვლით.
რეგისტრაციისას გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
- განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის).
- ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4) და CD;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).
დეტალებისთვის დაუკავშირდით სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურს ნომერზე: 032 2 54 25 85
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი 211328703
იხილეთ მობილობით გადმოსულ სტუდენტთათვის დეტალურ ინფორმაცია
იხილეთ ბრძანება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის განსაზღვრის შესახებ