თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობით ჩარიცხვის მსურველმა სტუდენტებმა  შესაბამის დეკანატში უნდა წარადგინონ  შემდეგი საბუთები:

1. მოტივირებული განცხადება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;

2. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

3. სრული ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან;

4. ვაჟებისათვის - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

6. ორი ფოტოსურათი (3X4, ელექტრონული ვერსიაც);

7. ცნობა შეფასებისა და საგამოცდო ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების შესახებ;

საბუთების წარდგენა შესაძლებელია 2018 წლის 11 სექტემბრამდე!


დეტალებისთვის დაუკავშირდით სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურს ნომერზე :  032 2 54 25 85 .


საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი 211328703