თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების VIII, IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების VIII, IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (რუმინეთი) სტიპენდიების მოსაპოვებლად. 

მობილობის ხანგრძლივობა - ორი თვე.

მობილობის დასაწყისი -2024 წლის ივნისი.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გასაუბრების დროს  წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;  

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1).

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი  GPA –ის მითითებით;

CV (ევროპული ფორმატის სახით, ფოტოსურათით);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე  (sms.tsmu.edu).

გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 20 მარტს, 15:00 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

ტელ.: 032 2 542 450;   032 2 542 451