თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებთან ურთიერთობის სამსახური  გთავაზობთ სტაჟირების 1 თვიან, ინდივიდუალურ პროგრამას. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

• მედიცინის ფაკულტეტის  VII, VIII,  IX,  X,  XI სემესტრელ სტუდენტებს;

• სტომატოლოგიის ფაკულტეტის V, VI, VII, VIII და IX სემესტრელ სტუდენტებს;

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  V, VI და VII სემესტრელ სტუდენტებს;

• ფიზიკური მედიცინისა და რებილიტაციის ფაკულტეტის  V, VI და VII სემესტრელ სტუდენტებს;

სტაჟირების პროგრამა განხორციელდება თსსუ-ის საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე (სურვილის შემთხვევაში) რეგიონებში. რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება (დეპარტამენტი). სტაჟირების ვადები განისაზღვრება (სასწავლო წლის ნებისმიერ მონაკვეთში) კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და  გათვალისწინებული იქნება სტუდენტისათვის სასურველი დროის მონაკვეთი.

რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 15 თებერვლიდან. 

რეგისტრაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურს (ადმ. კორპუსი,  IV სართული, ოთახი N400).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 54 24 76