თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტში პროექტი „ ნიჭიერი ექიმები 2018“–ის პირველი სეზონი იწყება, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ თსსუ-ის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს.
პირველადი შესარჩევი კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 12 ნოემბერს და გაგრძელდება 22 ნოემბრამდე, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), დილის 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის I სართული, ოთახი #101.
26 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა რეგისტრირებულ მონაწილეებთან (თსსუ–ის თეატრალური დარბაზი, I I I სასწავლო კორპუსი, I I I სართული).
7 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება შესარჩევი ტური(თსსუ–ის თეატრალური დარბაზი, I I I სასწავლო კორპუსი, I I I სართული).
პროექტის დასკვნით ეტაპზე, 20 დეკემბერს, გაიმართება საჩვენებელი კონცერტი საუკეთესო კონკურსანტების მონაწილეობით.
კონკურსანტებს შეაფასებს სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიური.
გამორჩეული ნომრები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს : 593 61 66 70
გისურვებთ წარმატებებს!