თეთრი ხალათების ცერემონია - 2018

თეთრი ხალათების ცერემონია - 2018

21 სექტემბერს 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონიას“ გამართავს.

საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს.

გასული წლების მსგავსად, თეთრი ხალათების რიგით მეხუთე ცერემონია ამჯერადაც პომპეზური იქნება. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული საპატიო სტუმრები, ასევე, სტუდენტები, აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გასულ 6 წელს მიმოიხილავენ და მის შედეგებს შეაჯამებენ. 

ლოკაცია: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თეატრალური დარბაზი, III კორპუსი, III სართული.