თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 2-თვიანი მობილობის განსახორციელებლად ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (რუმინეთი).

მობილობის დასაწყისი: 2024 წლის ივნისი.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ორი თვის განმავლობაში). 

გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA –ის    მითითებით;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

გთხოვთ, 2024 წლის 25 აპრილის 15 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) 

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 25 აპრილს, 16 საათზე. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.