თსსუ-ის საარჩევნო კომისიის  განცხადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

თსსუ-ის საარჩევნო კომისიის განცხადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2024 წლის 28 მარტის ოქმი N1 გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2024 წლის 2 მაისს დაინიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები.  

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი) შესახებ. 

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 29 მარტს  და დასრულდება 2024 წლის 29 აპრილს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა.

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე  სართული, ოთახი 210. ტელ.: 2 54 24 43.