თსსუ-ს ეწვევიან წარმომადგენლები საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიიდან - UniMan

თსსუ-ს ეწვევიან წარმომადგენლები საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიიდან - UniMan

2018 წლის 26 ოქტომბერს 15:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის  ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ განმახორციელებელი ფრანგული მხარის, საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის ,,UniMan”  დირექტორი სოფი სილვესტრი და ქალაქ ნიმის ფილიალის დირექტორი დამიენ ჰამპარტზოუნიანი.

სტუმრები გამართავენ შეხვედრას პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის" სტუდენტებთან და გადასცემენ მათ ფრანგულ დიპლომებს.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, პირველი სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკის ცისფერი დარბაზი.