XIV საერთაშორისო კონფერენცია - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

XIV საერთაშორისო კონფერენცია - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

2022 წლის 7-9  ოქტომბერს ჩატარდება რიგით XIV საერთაშორისო კონფერენცია - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია. 

კონფერენცია გაიმართება ციხისძირში, სასტუმრო ,,Castello Mare Hotel &Welliness Resort“ -ში.       

ღონისძიება ეძღვნება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ბორის კორსანტიას ხსოვნას. მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 10 ივლისის ჩათვლით, ხოლო სტატიების წარდგენა მიმდინარეობს  20 სექტემბრის ჩათვლით (m.giorgobiani@tsmu.edu). 

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ჟურნალში ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“.

ინსტრუქცია ავტორთათვის იხილეთ: www.jecm.ge

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

593 92 71 11 (პროფესორი ბიძინა ზურაშვილი)

599 92 14 88 (ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი)