უფასო საკონსულტაციო დღეები - ქ.ბათუმის კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში

უფასო საკონსულტაციო დღეები - ქ.ბათუმის კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში

ქ. ბათუმში მდებარე ახლადგახსნილი „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათ, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა იწვევს უფასო საკონსულტაციო დღეებზე.

კონსულტაციებს ქართველ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში მოწვეული სპეციალისტი, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის სკოლის ოკუპაციური თერაპევტი ტრეისი შვარცი.

უფასო კონსულტაციები ჩაუტარდებათ პირებს, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა შემდგომი დაავადებების გამო:

თავის ან ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) შემდეგ;

ხერხემლის ტრამვით გამოწვეული მოძრაობის შეზღუდვით;

თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობით/დაზიანებით;

კიდურების ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობით; 

ორთოპედიული და სხვა ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობებით;

ბავშვებს ცერებრული დამბლით; 

სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევებით განპირობებულ შშმ ბავშვებს.

პაციენტები, ასევე, შეირჩევიან სპასტიურობის ბოტულინის ტოქსინით (დისსპორტი,ბოტოქსი) თერაპიისათვის.


მიღების დღეები და საათები:
19 - 20 ნოემბერი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
21 ნოემბერი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

მისამართი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა N8 (ყოფილი გოგებაშვილის ქ. N 40)
კონსულტაციაზე ჩაწერა წარმოებს წინასწარ:
12-16 ნოემბერს, დაგვიკავშირდით ნომერზე - 591 44 17 88

უფასო კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა აღნიშნულ კლინიკაში.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“  აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში გაიხსნა 12 ოქტომბერს USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში " ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით .