თსსუ-ის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და მედიცინის მიმართულების რეზიდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის (International Credit Mobility KA 107 Program) ფარგლებში პარიზის ვალ დე მარის კრეტეის (საფრანგეთი) უნივერსიტეტში.
მობილობის პერიოდი - 2022-2023 წელი
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• ცნობა თსსუ-ში სწავლის თაობაზე;
• ფრანგული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი;
• COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობა (პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა).
საბუთები მიიღება 2022 წლის 23 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე n.kandelaki@tsmu.edu
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი IV სართული, ოთახი N.418
ტელ: (032) 254 24 51
მობ.: + 593 35 24 19