დაიწყო რეგისტრაცია XIII საერთაშორისო კონფერენციაზე - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

დაიწყო რეგისტრაცია XIII საერთაშორისო კონფერენციაზე - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

2021 წლის 8-10  ოქტომბერს ჩატარდება რიგით XIII საერთაშორისო კონფერენცია - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია.

კონფერენცია ეძღვნება თსსუ-ის პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების,  გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის  დეპარტამენტის პროფესორის რევაზ კვერენჩხილაძის ხსოვნას. კონფერენცია ჩატარდება  გურიაში, ბატონი რეზოს მშობლიურ მხარეში.

კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია და სტატიების წარდგენა მიმდინარეობს  20 სექტემბრის ჩათვლით (მისამართი: თსსუ-ის  I სასწავლო კორპუსი, IV სართული).

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ჟურნალში ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

593 92 71 11 (პროფესორი ბიძინა ზურაშვილი)

599 92 14 88 (ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი)

 m.giorgobiani@tsmu.edu