დნმ-ის დღე 2023 – არტ გენომი

დნმ-ის დღე 2023 – არტ გენომი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება დნმ-ის დღესთან დაკავშირებით გიწვევთ ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

კონკურსის მიზანია გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაცია საქართველოში;  მეცნიერების მიმართ სტუდენტთა ინტერესის  გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.  კონკურსი ეძღვნება ადამიანის გენომის პროექტის დასრულების 20 წლისთავს.

ნამუშევრების წარდგენა ელ.ფოსტაზე dnaday.art@gmail.com 2023 წლის 16 აპრილის ჩათვლით.

გამარჯვებული კონკურსანტები გამოვლინდებიან 2023 წლის 25 აპრილს, დნმ-ის დღეს.

დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ აქ.