დნმ-ის დღე,  ესეების კონკურსი 2019

დნმ-ის დღე, ესეების კონკურსი 2019

წელს, საქართველოში მეხუთედ ჩატარდება დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების  კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონკურსის ორგანიზატორები არიან  თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება.

ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და  გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაციას საქართველოში.  კონკურსის მიზანია  სტუდენტი გამოწვევის წინაშე დააყენოს, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის. ესე  უნდა შეიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ იმ საკითხის  ღრმა ცოდნას, რომელიც კონკურსში გამოცხადებულ  თემებს შეეხება.

 პრიზები

პირველი ადგილი – 300 ლარი

მეორე ადგილი – 200 ლარი

მესამე ადგილი  – 100 ლარი

მნიშვნელოვანი  თარიღები

20 იანვარი – ესეების წარდგენის დაწყება

31 მარტი – ესეების წარდგენის  ბოლო ვადა

12  მაისი – გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე: „ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა: ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში“,  რედისონ ბლუ ივერია, თბილისი, საქართველო.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://geneticsgeorgia.org/ka