თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი, სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება და Centogene AG გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეობა შეუძლიათ სამედიცინო სპეციალობის სტუდენტებს (IV-VI კურსი), რეზიდენტურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონკურსის თემაა: “ბიომარკერები იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკაში.“
ესეების წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 10 თებერვალი.
კონკურსის გამარჯვებული, 2019 წლის 20-22 ივნისს, გაემგზავრება ბოგოტაში (კოლუმბია) იშვიათ დაავადებების კონფერენციაზე დასასწრებად.