ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია „COST”

ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია „COST”

გაცნობებთ, რომ მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „COST” მიზანია, ხელი შეუწყოს  ყველა სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ევროპელ მკვლევართა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ასოციაცია COST მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპული კვლევის სივრცის მშენებლობაში და ხელს უწყობს ევროპის მასშტაბით მკვლევარების მობილობის ზრდასა და სამეცნიერო აქტივობების მხარდაჭერას.

COST აფინანსებს:

  • სემინარებს, ვორქშოფებს, კონფერენციებს;
  • ტრენინგ  სკოლებს;
  • მოკლევადიან სამეცნიერო მისიებს;
  • მეცნიერების დისემინაციას, მათ შორის სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას.
  • დღევანდელი მდგომარეობით ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ შეუერთდნენ არსებულ COST აქციებს.

COST დამტკიცებული აქციების შესახებ შესაძლებელია იხილოთ ბმულზე:

COST აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსს, ნათია გაბიტაშვილს (ელ-ფოსტა: ngabitashvili@mes.gov.ge).