გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს  ღია კონკურსს აკადემიური  თანამდებობების დასაკავებლად მედიცინის,  მედიცინის საერთაშორისო, სტომატოლოგიის,  ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე.

საბუთები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის მიიღება 2019 წლის 21 ივნისიდან  27 ივნისის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., 33, I სართული, ოთახი # 22).

ინფორმაცია საკონკურსო აკადემიური თანამდებობების, კონკურსის პირობებისა და კონკურსის ჩატარების წესის შესახებ განთავსებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsmu.edu

- საკონკურსო აკადემიური თანამდებობები 

- აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი

- დანართი 1

-      დანართი 2

- დანართი 3