გერმანელი პროფესორების ლექციები სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და უფასო კონსულტაციები პაციენტებისთვის

გერმანელი პროფესორების ლექციები სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და უფასო კონსულტაციები პაციენტებისთვის

მიმდინარე წლის 4 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ქ. დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ანდრეას ჰამმახერი და თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი წაიკითხავენ ლექციებს თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის:

„ყბა-სახის მიდამოს ტრავმატოლოგია - კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა“ (პროფესორი ჰ.ზიბერი);

„ზედა და ქვედა ყბის ძვლოვანი რეკონსტრუქციის შესაძლებლობანი“ (პროფესორი ა. ჰამმახერი);

„სიბრძნის კბილები - კლინიკური გამოვლინებების თავისებურებები, ექსტრაქციის ტექნიკა“ (პროფესორი ვ. ვაილერტი);

ლექციები ჩატარდება 09:30 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, პირველ სართულზე, სადისერტაციო დარბაზსა და საბჭოების სხდომათა დარბაზში.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 ივნისს 13:30 საათზე გერმანელი პროფესორები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მიიღებენ პაციენტებს და გაუწევენ მათ უფასო კონსულტაციებს, ხოლო 5 და 6 ივნისს ჩაატარებენ ოპერაციებს.